აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 14 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რეგნუმი” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერგეი ბაღაფში, რომელმაც 12 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 91% მოიპოვა, დღეს აფხაზეთის მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას შეხვდა. “საუბარი კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა“, განაცხადა ბაღაფშმა.
ბაღაფშის ინაუგურაცია 14 თებერვალს გაიმართება
