აფხაზური პარლამენტი რუსეთის მადლიერია

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში რუსეთს განსაკუთრებულ მადლობას უხდის აფხაზეთის მიმართ “დემონსტრირებული მზრუნველობისთვის”.
 
“მადლიერი ვართ ყველა იმ ადამიანის კეთილი ნების, რომელთაც მხარდაჭერა გამოხატეს აფხაზეთის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიან მონაწილედ ჩამოყალიბების მიმართ”, ნათქვამია დე ფაქტო პარლამენტის განცხადებაში, რომელსაც 15 იანვარს სააგენტო “რეგნუმი” ავრცელებს.


დე ფაქტო პარლამენტი სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას ულოცავს საპრეზიდენტო არჩევნებში “დამაჯერებელ გამარჯვებას”. 

Exit mobile version