დღეს აფხაზურმა მხარემ სოფელ განმუხურიდან გატაცებული ორი ქართველი გაათავისუფლა.
ლორიკ ბელაქია და შარდენ თოდუა, რომლებიც 4 დღის მანძილზე გალის რაიონის მილიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ, რამდენიმე ქართველთან ერთად 11 იანვარს დაუდგენელმა შეიარაღებულმა ჯგუფმა გაიტაცა. გატაცებულთა უმრავლესობა 12 იანვარს გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულთა განცხადებით, მათზე აფხაზების მხრიდან ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
აფხაზებმა ტყვეობაში მყოფი ორი ქართველი გაათავისუფლეს
