თვითგამოცხადებული აფხაზეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 12 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა სერგეი ბაღაფშს, იუწყება 14 იანვარს სააგენტო “აფსნიპრესი”.
აფხაზური ცსკ-ოს ოფიციალური მონაცემებით, სერგეი ბაღაფშმა ხმების 91% მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისი ყოფილი მეტოქე რაულ ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.
“მე კმაყოფილი ვარ, რომ 12 იანვრის არჩევნები შედგა, რამაც ბოლო მოუღო პოლიტიკურ კრიზისს [აფხაზეთში]… ვიმედოვნებ, რომ ბაღაფში და ხაჯიმბა ერთიანი ძალისხმევით გადაწყვეტენ როგორც საშინაო, ისე საგარეო პრობლემებს”, აცხადებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.