საერთაშორისო ზარებზე ტარიფები შემცირდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება 2005 წლის 15 მარტიდან გააუქმოს საერთაშორისო ზარებზე დადგენილი ტარიფების  ქვედა მინიმალურიზღვარი.


დამკვირვებელთა აზრით, ოფიციალურად დადგენილი მინიმალური განაკვეთების გამო საკომუნიკაციო ფასები საბაზრო ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. მოსალოდნელია, რომ კომისიის გადაწყვეტილებას საერთაშორისო ზარებზე ფასების 30-40%-იანი კლება მოჰყვება.

Exit mobile version