ბრიტანელი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს

პოლიციამ 12 იანვარს დააპატიმრა ხუთი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან გასული წლის 2 დეკემბერს ჩადენილ ბრიტანელი მოქალაქის მკვლელობაში.


ბრიტანელი მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს თბილისში მის საცხოვრებელ სახლში, თუმცა მკვლელობის მოტივი უცნობია.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დაპატიმრებულები ასევე ეჭვმიტანილები არიან აზერბაიჯანელი მოქალაქეების მკვლელობაში.

Exit mobile version