ხაინდრავა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას არ გამორიცხავს

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 იანვარს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას არ გამორიცხავს.
 
“რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რათა არჩევნები ჩაიშალოს. ფაქტიურად, ხდება ხელისუფლების უზურპაცია რუსეთის მიერ“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ 11 იანვარს ჟურნალისტებს.
 
სახელმწიფო მინისტრის თქმით, აფხაზეთში საარჩევნო პროცედურები წარიმართება, “თუმცა საბოლოო შედეგები შესაძლოა არ გამოცხადდეს“.
 
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ორი კანდიდატი სერგეი ბაღაფში და იაკუბა ლაკობა იყრის კენჭს, საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უკვე დაიწყო.
 

Exit mobile version