რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 10 იანვარს თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ფოთის პორტსა და რუსეთის პორტ კავკასიას შორის სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლას ითვალისწინებს.
საბორნე მიმოსვლა სავარაუდოდ ათი დღის ვადაში აღდგება.
ამჟამად, საქართველო საბორნე მიმოსვლას რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან ახორციელებს.