თბილისი აფხაზეთში რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ პროტესტი გამოთქვა 12 იანვრის აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მიერ დამკვირვებელთა გაგზავნის გამო.


რუს დეპუტატთა დელეგაციას, რომლებიც თვითგამოცხადებულ აფხაზეთში არჩევნებს დააკვირდებიან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგეი ბაბურინი ხელმძღვანელობს.


“რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად გააგზავნა დამკვირვებლები აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს 10 იანვარს.


 

Exit mobile version