აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ 7 იანვარს შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ გარკვეულ ძალებს 12 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა სურთ, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.
ნუგზარ აშუბამ, რომელმაც საპარლამენტო მოსმენაზე არჩევნების მზადების შესახებ მოხსენება გააკეთა, თვითგამოცხადებული რეგიონის სამართალდამცავ ორგანოებს ამგვარი ქმედებების “აღკვეთისკენ“ მოუწოდა.
სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის ადგურ ხარაზიას ვარაუდით, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის პრობლემის წინაშე დადგეს.