პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან დღეს დაბრუნდა. თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 7 იანვარს შობის დღესასწაულს სააკაშვილი უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად გატარებას აპირებდა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იუშჩენკოს მიწვევით 31 დეკემბერს გაემგზავრა. ვიზიტის დროს იგი ასევე შეხვდა უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას.