ცხინვალის რეგიონში ქართველ სამშვიდობოთა ახალი მეთაური დაინიშნა

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის ახალი მეთაური პოლკოვნიკი კობა ლაჭყებიანი დღეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ წარადგინა. ახალი სარდლის დანიშვის შესახებ გადაწყვეტილებას თავდაცვის მინსიტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.  


კობა ლაჭყენბიანმა ამ თანამდებობაზე ნოემბერში დანიშნული პეტრე გოგუაძე შეცვალა. გენერალური შტაბის უფროსის ინფორმაციით, მეთაურის შეცვლა პეტრე გოგუაძის ავადმყოფობამ გამოიწვია.
 
პოლკოვნიკი კობა ლაჭყებიანი თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის მეთაური იყო.


 

Exit mobile version