ქართული მედიის ცნობით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში კიდევ სამი დღით დარჩება. იგი 7 იანვარს შობის დღესასწაულის უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად შეხვედრას აპირებს.
სააკაშვილის თბილისში დაბრუნებას 3 იანვარს ელოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 31 დეკემბერს გაემგზავრა და ახალ წელს იუშჩენკოსთან ერთად შეხვდა.