ევროკავშირის წარმომადგენელმა დაან ევერტსმა 30 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა თავისი დამკვირვებლებით ჩაანაცვლოს ეუთოს დამკვირვებლები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგს ახორციელებენ, იუწყება RFE/RL.
განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებაზე ვეტოს უფლების გამოყენება. შედეგად, ეუთოს წევრი ქვეყნების დამკვირვებლები თავიანთი პოსტების დატოვებას 31 დეკემბრიდან დაიწყებენ.
თუმცა, RFE/RL ასევე აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლის დაან ევერტის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ “გლოვა ჯერ ნაადრევია”.
RFE/RL ასევე იუწყება ეუთოს წარმომადგენლის რიჩარდ მარფის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ განაგრძონ რუსეთზე ზეწოლა, რათა ვეტოს შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდეს.