23 დეკემბერს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მოკლევადიან დამკვირვებელთა 30 კაციანი ჯგუფი უკრაინაში 26 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე განმეორებით ტურზე დასაკვირვებლად მიემგზავრება.
15 ოქტომბრიდან ISFED-ის 5-კაციანი დამკვირვებელთა ჯგუფი სინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობას ადევნებს თვალს.
ISFED-ის მისია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ტურს მონიტორინგს არჩევნებზე მონიტორინგის ევროპულ ორგანიზაციათა ქსელის (ENEMO) ფარგლებში გაუწევს. ENEMO-ში ევროპის 16 ქვეყნის სადამკვირვებლო ორგანიზაციაა გაერთიანებული.
ISFED-ი საქართველოში ჩატარებული ყველა სახის არჩევნების მონიტორინგს 1995 წლიდან ახორციელებს.
ISFED-ი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს
