რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს ორკვირიანი საშტაბო–სამეთაურო წვრთნები დაიწყო. 
“წვრთნების დროს ჩვენ გავაანალიზებთ იმ შეიარაღებულ შეტაკებებს, რომელთაც [ქართულ და სამხრეთ ოსურ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის] აგვისტოში ჰქონდა ადგილი“, განუცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იბრაგიმ გასიევმა “ინტერფაქსს“. 
ცხინვალი საშტაბო–სამეთაურო წვრთნებს ატარებს
