ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და მისმა ყოფილმა მეტოქემ რაულ ხაჯიმბამ 6 დეკემბერს ხელი მოაწერეს ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმებას, აცხადებს “რია ნოვოსტი“.
შეთანხმების თანახმად, განმეორებითი არჩევნები, რომელშიც ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი – ვიცე-პრეზიდენტად, 2005 წლის 13 იანვრამდე ჩატარდება.
გარდა ამისა, ხაჯიმბას მიერ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ბაღაფშის პრეზიდენტად ინაუგურაცია გაიმართება.
ბაღაფშთან და ხაჯიმბასთან ერთად, შეთანხმებას ხელი მოაწერეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ, პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ვლადიმერ კოლესნიკოვმა და რუსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგეი ბაბურინმა.