ხაინდრავა: აფხაზეთში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, 6 დეკემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება.


“ახლა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტი ეს ორი დღეა, რათა დესტაბილიზაცია არ მოხდეს”, განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გოგა ხაინდრავამ.


6 დეკემბერს ინაუგურაციისთვის ემზადება პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სერგეი ბაღაფში, რასაც ეწინააღმდეგება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა, რომლებიც განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

Exit mobile version