აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ალასანია დღეს აშშ-ს ელჩს საქართველოში რიჩარდ მაილსს შეხვდა. 
 
ალასანიას განცხადებით, შეხვედრაზე კომპლექსურად განიხილეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხები.  
 
“შევიმუშავეთ 6 დეკემბრის, ერთ-ერთი კანდიდატის ინაუგურაციის შემდგომი ურთიერთქმედებების მექანიზმები”, განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 
 
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით 6 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა შედგეს, რისთვისაც ემზადება ოპოზიციონერი კანდიდატი სერგეი ბაღაფში. 
ალასანიამ აშშ-ს ელჩთან აფხაზეთის საკითხი განიხილა
