აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, რუსული მხარის მიერ აფხაზეთთან საზღვარზე დაწესებული შეზღუდვების გამო აფხაზეთიდან რუსეთში გამავალი ტვირთის რაოდენობა 100 ტონიდან 15 ტონამდე შემცირდა დღეში.
საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებში შედის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა და ღამის საათებში საზღვრის ჩაკეტვა.
“აფსნიპრესის“ ცნობით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი ყოველ საღამოს 6 საათიდან დილის 9 საათამდე იკეტება.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის მანდარინისა და ფორთოხლის ექსპორტი რუსეთში, აფხაზეთის ეკონომიკის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.
“აფსნიპრესი“ ასევე იუწყება, რომ აფხაზეთში 6-7 თვის ხორბლის მარაგი არსებობს.