აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ ეს ქმედება უარყოფითად არ იმოქმედებს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე.
“ჩვენ კვლავ რუსეთისკენ ვართ ორიენტირებულნი“, განაცხადა ბაღაფშმა რადიოსადგურ “ეხო მოსკვი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ბაღაფში, რომელიც 6 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება, აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საზღვარზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს უარი ათქმევინოს ოპოზიციას ინაუგურაციის გეგმებზე.
“საზღვრის ჩაკეტვა პირველ რიგში ღარიბ მოსახლეობაზე იქონიებს ზეგავლენას“, დასძენს იგი.