ყულევის სამხედრო პოლიგონზე 30 ნოემბერს დაწყებული საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების ტაქტიკური წვრთნები დღეს უამინდობის გამო გადაიდო. თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების სარდლის ამირან სულაქველიძის ინფორმაციით, წვრთნები 2 დეკემბერს განახლდება.
ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილეობას სამხედრო საჰაერო ძალების ვერტმფრენთა ესკადრილია, ფოთისა და ქუთაისის სამხედრო ნაწილები იღებენ.
ტაქტიკური წვრთნები 3 დეკემბერს დასრულდება.