პარლამენტი მთავრობას ბიუჯეტის სწრაფად წარმოდგენისკენ მოუწოდებს

29 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მთავრობას მოუწოდა სწრაფად წარმოადგინოს პარლამენტში 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს პარლამენტმა შენიშვნებით დაუბრუნა მთავრობას.


პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დეპუტატების შენიშვნები, პარლამენტში 1 ნოემბრისათვის უნდა შესულიყო.


“პარლამენტს ბიუჯეტის განსახილველად საკმარისი დრო უნდა ჰქონდეს და ეს 2005 წლამდე უნდა მოესწროს, რადგან ბიუჯეტის მიღების მომავალი წლისთვის გადადება ქვეყანაზე უარყოფითად აისახება”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 29 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. 


 

Exit mobile version