მსოფლიო ბაკნის აღმასრულებელი დირექტორი თბილისში იმყოფება

დღეს თბილისში ორდღიანი ვიზიტით მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ად მელკერტი ჩამოვიდა.
 
ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბაკის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს, ასევე კომპანიების BP-ის და GIOC-ის წარმომადგენლებს შეხვდება.
“მაინტერესებს, როგორ მუშაობს საქართველოს ახალი ხელისუფლება, ქვეყანაში იგრძნობა განვითარების ტენდენციები, თუმცა მთავარია ეს ხალხმა იგრძნოს“, განაცხადა თბილისის აეროპორტში ად მელკერტიმ.
 
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე ად მელკერტი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების ზრდის ტენდენციებსა და სახარჯო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობა.

Exit mobile version