აფხაზეთში ხაჯიმბას მხარდამჭერი ტელევიზია გაიხსნა

პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერმა ჟურნალისტებმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ახალი ტელევიზია გახსნეს, რომლის მაუწყებლობაც შვიდიდან ხუთ რაიონში, მათ შორის სოხუმშიც, ვრცელდება.


სახელმწიფო ტელევიზია, რომელიც ერთადერთი ტელევიზია იყო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ამჟამად ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის კონტროლს ექვემდებარება.


“ალტერნატიული ტელევიზიის გახსნა საჭირო გახდა, რათა გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია, რადგანაც სახელმწიფო ტელევიზიით მხოლოდ ერთ მხარეს [ოპოზიციას] შეუძლია თავისი აზრის დაფიქსირება“, განუცხადა რაულ ხაჯიმბამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ 27 ნოემბერს.

Exit mobile version