ჰოლანდიის მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელმოწერილი ადმინისტრაციული შეთანხმების საფუძველზე, ჰოლანდია საქართელოს 3 მლნ ევროთი დაეხმარა. გრანტის სახით გამოყოფილი თანხა უკვე ჩაირიცხა საქართველოს ბიუჯეტის ანგარიშზე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლანდიის დახმარება საქართველოში სახელმწიფო მართვის სექტორში რეფორმების ხელშეწყობას, ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას, ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის მიღწევას და სიღარიბესთან ბრძოლას მოხმარდება.
აღნიშნული თანხის მიღება მსოფლიო ბანკის რეფორმების მხარდამჭერი კრედიტის 24 მლნ აშშ დოლარის თანმხლები ჰოლანდიური გრანტის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რასაც ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 21 სექტემბერს მოაწერა ხელი.