გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი რუდოლფუს ლუბერსი დღეს ცხინვალის რეგიონში ჩავიდა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდნეტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.
შეხვედრაზე კოკოითმა ლუბერსს ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება გააცნო, იუწყება სააგენტო “რეგნუმი”.
ედუარდ კოკოითმა 1991-92 წლებში ქართულ-ოსური კონფლქტის შედეგად დევნილთა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს ლტოლვილთა კომისარიატს.
ვიზიტის ფარგლებში ლუბერსმა ასევე მოინახულა ქალაქ ცხინვალში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების თავშესაფარი ტურბაზა “ოსეთი“ და ადგილზე გაეცნო მათ მდგომარეობას.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი რუდოლფუს ლუბერსი საქართველოს 23 ნოემბერს სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის ადგილზე გაცნობაა. ლუბერსი უკვე შეხვდა პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს.