ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მიერ 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ აშშ-ის სენატის რეზოლუციაში, სენატი ქართველ ხალხს “ვარდების რევოლუციის“ იუბილეს ულოცავს, რომელიც შედეგად მოჰყვა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას.
“აშშ-ის სენატი ასევე უჭერს მხარს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის ხედვას, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მის დემოკრატიულ მთავრობას“, ნათქვამია სენატის რეზოლუციაში.