საქართველო-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდება

23-24 ნოემბერს საქართველოს ეწვია იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარგერიტა ბონივერი, რომელმაც დღეს შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.


ვიზიტის ფარგლებში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, სადაც მხარეთა მთავრობები გამოხატავენ ნებას შეიქმნას იტალიურ-ქართული ეკონომიკური, სამრეწველო და ფინანსური თანამშრომლობის საბჭო (საკონსულტაციო ფორუმი), რომელიც კოორდინაციას გაუწევს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ საქმიანობას.

Exit mobile version