რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის ალექსანდრე დრობიშევსკის განცხადებით, ამერიკის ჯაშუშმა თვითმფრინავმა “ორიონმა“ რუსეთის ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპიროს ზონაში დაზვერვა განახორციელა.
“ამერიკულმა თვითმფრინავმა მაშინ შეწყვიტა ფრენა, როცა რუსეთმა სუ-27 გამანადგურებელი გაუშვა ჰაერში“, დასძინა მან.
რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, ამერიკულმა თვითმფრინავმა 15 ნოემბერს რუსეთის საჰაერო სივრცე შავის ზღვის აკვატორიის თავზე დაარღვია .