ოპოზიცია სოხუმში საპროტესტო აქციას გეგმავს

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზური ოპოზიცია 12 ნოემბერს სოხუმის ცენტრში სერგეი ბაღაფშის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. სერგეი ბაღაფში მიიჩნევს, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა და 6 დეკემბრისთვის პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება.


დაგეგმილ საპროტესტო აქციამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს.

Exit mobile version