პარლამენტმა ოთხი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

დღეს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა 24 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული ოთხი მაჟორიტარი კანდიდატის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს.


კრწანისის საარჩევნო ოლქიდან დეპუტატის მანდატი გიორგი ასანიძემ, დიდუბიდან – თეიმურაზ ჭეიშვილმა, გორიდან – ჯუმბერ პატიაშვილმა და ზესტაფონიდან – თეიმურაზ ცერცვაძემ მოიპოვეს. ყველა მათგანს არჩევნებში სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” უჭერდა მხარს.

Exit mobile version