ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა 7 ნოემბერს ათობით მძევალი გაცვალეს, თუმცა ერთი ქართველი კვლავ დაკარგულად ითვლება.
“სამხრეთ ოსეთის მხარემ 30-მდე ქართველი გაათავისუფლა, ხოლო ქართულმა მხარემ – ხუთი ოსი“, განაცხადა შიდა ქართლის პოლიციის უფროსმა ალექსანდრე სუხიტაშვილმა.
“მძევლებს ორივე მხარე საკმაოდ ნორმალურად მოეპყრო”, განუცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა ჟურნალისტებს.
თუმცა, 21 წლის ელდარ კახნიაშვილი, რომელიც კონფლიქტის ზონაში 3 ნოემბრიდან გაუჩინარდა, კვლავ იძებნება. თავდაპირველად, თბილისმა ოსური მხარე დაადანაშაულა კახნიაშვილის გატაცებაში, თუმცა მოგვიანებით დათანხმდა ერთობლივად მოეძებნათ იგი რუს სამშვიდობოებთან ერთად. კახნიაშვილის ძებნის პროცესი დღეს განახლდება.
ქართულმა და ოსურმა მხარეებმა მძევლები გაცვალეს
