ევროკავშირის და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობებს საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნება

თბილისში 30-31 ოქტომბერს ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და რეგიონალური უსაფრთხოების სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ევროკავშირთან ურთიერთობებს მიძღვნება.


კონფერენციაზე, რომელსაც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები დაესწრებიან, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის სამეზობლო პოლიტიკა იქნება.


მიმდინარე წლის ივნისში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა -სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო – ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში გაერთიანდა.    

Exit mobile version