პარლამენტის წევრის, დიდი ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ ვახტანგაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში შექმნილმა დაძაბულმა ვითარებამ და ინტენსიურმა სროლებმა შესაძლოა აიძულოს ადგილობრივი მოსახლეობა დატოვოს საცხოვრებელი სახლები.
“ოსი სეპარატისტების მხრიდან ზეწოლის შედეგად შესაძლოა ქვეყანაში დამატებით კიდევ 25 ათასი დევნილი გაჩნდეს”, განაცხადა გურამ ვახტანგაშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ქართული სოფლების მიმართულებით ინტენსიურად იხსნება ცეცხლი. სროლები ისმოდა დღესაც.
ცხინვალის რეგიონიდან შესაძლოა დევნილთა რიცხვი გაიზარდოს
