პარლამენტმა ვატიკანში ახალი ელჩი დაამტკიცა

დღეს საქართველოს პარლამენტმა 112 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნას.


ახალ ელჩს, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის მოქალაქეა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.


 

Exit mobile version