ბურჯანაძე: საქართველო არ არის მზად თურქი-მესხების რეპატრიაციისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველო ჯერ არ არის მზად თურქი-მესხების რეპატრიაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ 1999 წელს ევროპის საბჭოში შესვლისას იკისრა ეს ვალდებულება.


ნინო ბურჯანაძემ 25 ოქტომბერს თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი შეუძლებლად მიიჩნევს ამჟამად თურქი-მესხების რეპატრიაციას, რომლებიც 1944 წელს გაასახლეს საქართველოდან. ამის მიზეზად ბურჯანაძემ 300,000 აფხაზეთიდან დევნილი დაასახელა. 


ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს კანონი თურქი-მესხების დაბრუნების შესახებ; თუმცა, ორივე, როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლება აჭიანურებს კანონის მიღებას და მიზეზად ქვეყნის შიგნით დევნილთა პრობლემის არსებობას ასახელებენ.


 

Exit mobile version