სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დღეს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოდის.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი შეხვდება თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას.
რობერტ ქოჩარიანი ასევე შეხვდება სომხური დიასპორის წარმომადგენლებს.