
ახალი ამბები
საქართველომ სამხრეთ ოსეთში დაკავებული სომეხი მოქალაქეები გაუშვა
საქართველოს ხელისუფლებამ საზღვის გადაკვეთის უფლება მისცა ათობით სომხეთის მოქალაქეს, რომლებიც ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კვირაზეა მეტი იმყოფებოდნენ.
სომხეთის მოქალაქეების კუთვნილი ავტობუსები და სატვირთო მანქანები რუსეთდან სომხეთისკენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით მიემართებოდნენ, რადგანაც ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სექტემბრის დასაწყისიდან ჩაკეტილია. ლარსის საგუშაგო ერთადერთი სახმელეთო საზღვარია რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელსაც თბილისი აკონტროლებს.
ქართულმა მხარემ მანქანები სოფელ ერგნეთთან შეაჩერა და სომხეთის მოქალაქეებს გასვლის უფლება არ მისცა.
ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, თბილისმა “კეთილი ნება“ გამოიჩინა და სომხეთის მოქალაქეები გაუშვა, თუმცა ეს ერთჯერადი აქცია იყო.