“თრანსფერენსი ინთერნეიშენელის“ ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორუფციის დონეს ეხება, საქართველოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს შორის უკავია ადგილი.
“თრანსფერენსი ინთერნეიშენელის“ მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში საქართველოს 146 ქვეყანას შორის 136-ე ადგილი უკავია. გასულ წელთან შედარებით, როცა საქართველოს 133 ქვეყანას შორის 127-ე ადგილი ეკავა, ეს არც თუ მნიშვნელოვან პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს.
წლევანდელი მოხსენების მიხედვით, საქართველო დსთ-ს მხოლოდ სამ ქვეყანას უსწრებს – ტაჯიკეთს, თურქმენეთს და აზერბაიჯანს.
“თრანსფერენსი ინთერნეიშენელი” წარმოადგენს საერთაშიროსო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც კორუფციის დონის მონიტორინგს აწარმოებს.