ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო მზად არის გაიზიაროს რუსეთის წინადადებები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მზადაა გაითვალისწინოს რუსეთის წინადადებები ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. აქვე, პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებისათვის კრემლიდან წინადადებათა პაკეტის მიღების თაობაზე. 
 
“ჩვენ არ მიგვიღია რუსეთიდან არანაირი ოფიციალური წინადადებები. ეს რომ ასე ყოფილიყო, ჩვენ არ დავმალავდით”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
 
“საქართველო მზადაა რუსეთთან გამჭირვალე და პროგნოზირებადი პოლიტიკის საწარმოებლად, ეს ჩვენი პრინციპია”, დასძინა პრეზიდენტმა.  

Back to top button