ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

ცხინვალის რეგიონში, დიდი ლიახვის ქართულმა მოსახლეობამ დღეს ცხინვალი-ჯავის ავტომაგისტრალი გადაკეტა. ისინი ოსური მხარეს ცეცხლის შეწყვეტას სთხოვენ.
 
აქციის მონაწილეებს დღეს შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი და კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი შეხვდნენ. მიხეილ ქარელმა კულახმეტოვისგან რეგიონში ვითარების დარეგულირება მოითხოვა.
 
მარატ კულახმეტოვის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა და შერეულმა საკონტროლო კომისიამ უნდა მიიღოს. 
 
მოსახლეობის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ოსური მხრიდან განუწყვეტლივ ისმის სროლები. ამ მიზეზით დღეს ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.


 

Back to top button