18 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონში, სოფელ ავნევში გამთენიისას ოსურმა მხარემ ცეცხლი გახსნა, რასაც ქართული მხარის საპასუხო სროლები არ მოჰყოლია. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე კიკნაძემ აცნობა.
მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ ადგილზე შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები და ეუთო-ს დამკვირვებლები ჩავიდნენ.
ინტენსიური სროლების შესახებ ინფორმაცია ოსურმა მხარემაც გაავრცელა, თუმცა ცეცხლის გახსნაში ქართული მხარე დაადანაშაულა.