საქართველოს უშიშროების სამინისტრომ 15 ოტომბერს გაანთავისუფლა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 12 ოქტომბერს დაკავებული ოსი ეროვნების სამი პირი. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა წერეთელმა აცნობა.
კონფლიქტის ზონაში 12 ოქტომბერს ოსი ეროვნების პიროვნებები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათზე თავდასხმა განხორციელდა. ოსური მხარის ინფორმაციით, დაკავებულები ოსი სამშვიდობოები არიან, რომლებსაც სოფელ კირბალთან ქართველმა სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის დროს ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ქართული მხარე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
დაკავებულები თბილისში უშიშროების სამინისტროში გადმოიყვანეს ჩვენების მისაცემად. უშიშროების მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას განმარტებით, ისინი მოწმის სახით დაიკითხნენ იმის გასარკვევად თუ ვინ დაესხა მათ თავს 12 ოქტომბერს.
კახა წერეთლის განცხადებით, ამ ეტაპზე დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.
უშიშროებამ დაკავებული ოსები გაანთავისუფლა
