ცხინვალის რეგიონში სროლები ისმოდა

ქართული მედიის ცნობით, ქართულ სოფელ თამარაშენს გუშინ ღამით სამხრეთ ოსეთის პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია. სამხრეთ ოსურ მხარეს ჯერ რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია.


ქართულმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესმა“ და ტელეკომპანია “იმედმა“ ასევე გადმოსცეს ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში სამხრეთ ოსეთის სპეცირაზმისა და უცნობი შეიარაღებული პირების მიერ ცეცხლის გახსნის თაობაზე. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ინფორმაციას არ ადასტურებს.  


 

Exit mobile version