მიხეილ ქებაძე საიდუმლო ინფორმაციის გაცემაშია ეჭვმიტანილი

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის ყოფილი სარდალი მიხეილ ქებაძე, რომელიც 12 ოქტომბერს იარაღის უკანონო შენახვის მოტივით დააკავეს, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაშია ეჭვმიტანილი.
 
უშიშროების მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ წარმოებული დაკითხვის შედეგად გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები, რის  საფუძველზე მიხეილ ქებაძე ეჭვმიტანილია ინფორმაციის გაცემაში.
 
“ეს კი სახელმწიფო ღალატის ტოლფასია”, განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
 
სასამართლო ქებაძეს სამთვიან წინასწარ პატიმრობას სავარაუდოდ 15 ოქტომბერს შეუფარდებს.

Exit mobile version