ლატვიაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ლატვიელმა კოლეგამ ვაირა ვიკე-ფრეიბერგამ 13 ოქტომბერს რიგაში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ურთიერთმხადრაჭერისა და თანამშრომლობის შესახებ.
“ლატვია ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს საქართველოს მისწრაფებას განავითაროს ახლო ურთიერთობები ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან, კერძოდ საქართველოს პარტნიორობას ევროკავშირთან და საქართველოს მისწრაფებას ძლიერი კავშირები დაამყაროს ნატოსთან“, ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში.
ორმა პრეზიდენტმა ასევე მოაწერა ხელი კონვენციას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.