აფხაზეთის გენერალური პროკურორი არჩეულ პრეზიდენტს იცავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა რაუფ კოდუამ მხარი დაუჭირა არჩეულ პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ “მთავრობას არ უნდა აღიაროს თავისი დამარცხება [არჩევნებში]“.


კოდუას თქმით, მისმა უწყებამ აღმოაჩინა, რომ დარღვევები საარჩევნო სიებში სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით განხორციელდა.


არსებული ინფორმაციით, სოხუმში სერგეი ბაღაფშის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება, რომელშიც დაახლოებით 10-18 ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას.   


 

Exit mobile version