
ახალი ამბები
ქართველ სამშვიდობოთა ყოფილი სარდალი დააკავეს
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის ყოფილი სარდალი მიხეილ ქებაძე სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს. მას ბრალი იარაღის უკანონო შენახვაში ედება.
უშიშროების მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რა მოტივით ინახავდა ყოფილი სარდალი სახლში “დიდი რაოდენობით იარაღს და ახდენდა თუ არა მის რეალიზებას”.