ახალი ამბები

ხაჯიმბა: ცსკ-ს გადაწყვეტილება უკანონოა

პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ დაგმო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) გადაწყვეტილება, რომელმაც 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატს სერგეი ბაღაფშს მიანიჭა და თავის მხარდამჭერებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.


“ცსკ-ს გადაწყვეტილება უკანონოა. მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობდით სასამართლოში მოგვეგვარებინა [საარჩევნო] დავა, ჩვენი ოპონენტები, ბაღაფშის მხარდამჭერები, ზეწოლას ახდენდნენ ცსკ-ზე, რათა მიეღო ოქმი, რომელმაც ბაღაფში გამარჯვებულად გამოაცხადა. ჩემი მხარდამჭერები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, რათა დავანახოთ ყველას, რომ ბაღაფშს არ უჭერს მხარს მთელი აფხაზეთი. ჩვენ მხოლოდ კანონიერ საშუალებებს გამოყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ“, განუცხადა ხაჯიმბამ რუსეთის ტელეკომპანია “რტრ“-ს 12 ოქტომბერს.  

მსგავსი/Related

Back to top button